627
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე:
„
ჯერ თავს იკლავენ პარლამენტში მოსახვედრად, ნაძარცვ მილიონებს ხარჯავენ, შავი პიარით, სიძულვილის ფრქვევით…

აგებენ არჩევნებს და უარს აცხადებენ შესვლაზე…

პარლამენტის ნაცვლად შედიან ფანჩატურში…

მერე ერევა ნახევარი მსოფლიო, რათა როგორმე შეიყვანონ პარლამენტში…

შედიან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ. ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენიათ. დამავიწყდა, მხუთავ სითხეებს აფრქვევენ…

მერე დიდხანს იმუქრებიან პარლამენტის დატოვებით, ან ბოიკოტით…

ბოლოს თანხმდებიან ბოიკოტზე. მანდატი რაში გამოადგებათ, ჯერ არ იციან. ბოიკოტი კი ოფიციალურად აძლევთ უსაქმურობის უფლებას…

სხვათაშორის, ბოიკოტის გამოცხადებით, დიდ შარში გაყოფენ თავს. მოგვიანებით გაიგებენ…

ზოგიერთი ექს-ფანჩატურელი მიხვდა, რომ წამგებიანი თამაშია და ცდილობენ საკუთარი გზით იარონ. ოღონდ დააგვიანეს…

არაფერი იცვლება. ბიუჯეტის და უკანონოდ გამდიდრებული ექს-ჩინოვნიკების ფულის მყვლეფავი ოპოზიცია…“
კომენტარები