44 წლის გიორგი ბოლქვაძეს თავდამსხმელებმა ჯერ თავი გაუტეხეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს. სისხლიანი გარჩევა ბათუმში კომენდანტის საათის დროს მოხდა. ე.წ. “ოცნების ქალაქში”
მოკლულის ცოლი:
“დაჭრეს სასიკვდილოდ… იცნობდნენ ერთმანეთს, ყოველთვის მოდიოდნენ აქ. სამნი იყვნენ”
სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დამტვრეულია კარები.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. გომელაური უწყებას მხოლოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული, თუმცა, მოკლულის ახლობლები, დაკავებულის ძმების დაჭერასაც ითხოვენ.
“სამივე ძმები იყვნენ ერთად… მაგ ძმებს ჰქონდათ ამასთან კონფლიქტი…” – ჰყვება ტვ პირველთან ოჯახის ახლობელი.
სისხლიანი გარჩევისას დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი, 27 წლის მამაკაცს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კომენტარები