• რეკლამა
  • კონტაქტი
04:46, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას… იმიტომ, რომ ჩემი აზრი გამოვხატე” – საზმაუს ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
14:58 03-23-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
477

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ანი ჯობავა წერს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო გადაცემას ჩამოაშორეს.

მისი თქმით, კითხვებს სვამს, თუმცა პასუხებს არ სცემენ.

“სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი” – აი ამ ტექსტით ალბათ ათასობით ადამიანს დავურეკე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

7 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, სხვადასხვა გადაცემაში და პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შტატი ბოლო წამამდე “ახალი დღის” ჟურნალისტი იყო.

7 წლის განმავლობაში, ბევრი ვისწავლე, ბევრი ვეცადე, ბევრიც გამომივიდა, ძალიან ბევრჯერ მატკინეს და დამამცირეს.

დილის გადაცემის ჟურნალისტი მერქვა იმ წამამდე, სანამ გადაცემა ეთერში ჩემ გარეშე არ დაბრუნდა.

“ჩემ გარეშეც” ისეთი ნათქვამია, ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი. მერე პასუხი ოფიციალურად მოვითხოვე და აქაც “ტომ – პასუხი არ არის”

ტომ სოიერის შესავალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. იცით რატომ ? იმიტომ რომ ჩემი აზრი გამოვხატე.

აი ამ იგნორში, სულ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა სოლიდარობა. დანარჩენებმა ხან რა თქვეს, ხან რა. ზოგმა შენით გადაწყვიტეო, ზოგმა ჭკვიანად ყოფილიყავიო. გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი ვარ, იმ დუმილით წლობით ნაშენები კომუნიკაცია ვიღაცებმა მდუმარე პირამიდებად რომ აქციეს. უბრალოდ დუმდნენ.

ერთ რამეს მივხვდი, ყველაზე ზუსტად ის გტკენს, ვინც კარგად გიცნობს. იმედია ეს არის ის სამართალი საკუთარი თავისთვის რომ გემეტებათ.

საყვარელი საქმე წამართვეს და მაიგნორეს. არ ვიცი აქ დასრულდა თუ არა ჩემი ჟურნალისტობა, მაგრამ მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მოისმინეთ ის ფრაზა.

სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს!” – წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved