• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით” – რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი

ალია ავტორი - ალია
11:47 03-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერსი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვირუსის შესახებ 400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.

„400-ზე მეტი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, ზღვა (დეზ)ინ­ფორ­მა­ცი­აა და ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ ვი­ცით. მოკ­ლედ შე­ვე­ცა­დე შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი რა­ზეც იმ­დე­ნად არ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა. მხო­ლოდ სან­დო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ვი­საც და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სა­ვა­რა­უ­დო მე­ქა­ნიზ­მი დად­გე­ნი­ლია – ვირუსს აქვს მა­ღა­ლი აფი­ნუ­რო­ბა ცი­ლი­სად­მი (ACE2) რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფილ­ტვის და გუ­ლის ქსო­ვილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ჰი­პო­თე­ზაა (და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი), რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ACE ინ­ჰი­ბი­ტო­რი (წნე­ვის და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის წა­მა­ლი) უნდა შე­ჩერ­დეს.

ახა­ლი, ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი და დიდი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ბევ­რად უფრო მცი­რეა ვიდ­რე გვე­გო­ნა, სა­შუ­ა­ლოდ 4 დღე (არა 10-14), მაგ­რამ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში და­ფიქ­სირ­და 24 დღეც და 1 დღეც, ამი­ტომ 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი იდე­ა­ლუ­რი არ არის, თუმ­ცა ასე­თია ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ცო­მენ­და­ცია.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა გა­ნა­ვალ­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­და­ე­ცე­მა არა მხო­ლოდ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით, არა­მედ ფო­მი­ტე­ბით (სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით), ამი­ტო­მაც არის ხე­ლე­ბის და­ბა­ნა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ასიმპტო­მუ­რი გა­და­ცე­მა ნამ­დვი­ლად ხდე­ბა, ამა­ვე დროს ცხე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ კვლე­ვა­ში მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის 41% და­უ­ფიქ­სირ­და, 80% სა­ერ­თოდ უსიმპტო­მოა, ან უმ­ნიშ­ვნე­ლო სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ვირუ­სი ყო­ველ­თვის 2 ნა­ბი­ჯით წინ არის და იქ­ნე­ბა. ასე­ვე, რო­გორც ჩანს, გრი­პი­ვით სე­ზო­ნუ­რო­ბა არ ახა­სი­ათბს და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად არ შემ­ცირ­დე­ბა.

‼️‼️ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) თუ გა­ვა­სა­შუ­ა­ლო­ებთ ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრი­პის ვირუ­სის მო­ნა­ცე­მებს აჭარ­ბებს), თუმ­ცა თუ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებს შევ­ხე­დავთ 65 წელს ზე­მოთ, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეც და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც 10-14%-მდე აღ­წევს; ამი­ტო­მაც ჩვენ ასა­კო­ვან ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ზე და მშობ­ლებ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ რო­დე­საც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ.

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვე­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთ წამ­ყვან ინ­ფექ­ცი­ურ პროგ­რა­მად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მხო­ლოდ ახლა ვი­ღებთ სა­ტეს­ტო მა­სა­ლას (პრო­ბებს), ყვე­ლა ანა­ლიზს ატ­ლან­ტა­ში, CDC-ში ვაგ­ზავ­ნით და 7 დღემ­დე ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს, რო­დე­საც თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნა, ან გა­მო­რი­ცხვა, ამი­ტომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მად­ლო­ბას უნდა ვუხ­დი­დეთ

ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­კო­მენ­და­ცია (CDC) ჯერ კი­დევ N95 ნი­ღა­ბია, თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს რე­კო­მენ­და­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა, რად­გან არა­ვის და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ (ქი­რურ­გი­ულ) ნი­ღაბ­ზე უფრო მე­ტად იცავს გა­და­ცე­მის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პიტ­ლის პერ­სო­ნალს, ნი­ღა­ბი, თვა­ლე­ბის სა­ფა­რი, ორ­მა­გი ხელ­თათ­მა­ნი და მან­ტი­აა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

ახა­ლი პრე­პა­რა­ტი, რემ­დე­სი­ვი­რი, გა­მო­ი­გო­ნეს ებო­ლას­თვის, კა­ლიტ­რა კი აივ ინ­ფექ­ცი­ის­თვის. რემ­დე­სი­ვი­რის მე­სა­მე ფა­ზის კვლე­ვა და­ი­წყო ნებ­რას­კა­ში და ჩი­ნეთ­ში, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ცით რამ­დე­ნად იმუ­შა­ვებს და, თუ იმუ­შა­ვებს, ფარ­თო მა­სე­ბამ­დე რო­დის მი­აღ­წევს.

ვაქ­ცი­ნა ჯერ არ გვაქვს! პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნის ცდა (პირ­ვე­ლი ფაზა) მხო­ლოდ მარ­ტში და­ი­წყო და ასე­ვე დიდი ხანი და­ჭირ­დე­ბა სა­ნამ ფარ­თოდ გავ­რცელ­დე­ბა. (ყვე­ლა­ზე ცოტა 1 წლი­დან 18 თვემ­დე და­ჭირ­დე­ბა)

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პან­დე­მისს პი­რო­ბებ­ში.

მო­დე­ლი­რე­ბულ კვლე­ვებ­ში მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა, სას­წავ­ლებ­ლე­ბის და იმ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­ხურ­ვა, სა­დაც ვირუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, გა­და­ცე­მის რისკს 60% შე­ამ­ცი­რებს

მოკ­ლედ ეკო­ნო­მი­კას და პან­დე­მი­ას ერ­თად ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო; ეს ინ­ფექ­ცი­ის ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჩვე­ნი, პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ზო­მა­ზე უფრო მე­ტად მო­ახ­დენს ეპი­დე­მი­ა­ზე გავ­ლე­ნა.

ბო­ლოს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გუ­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ძა­ხეს შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის სა­ნა­ხა­ვად და ვიცი, რა შეგ­რძნე­ბა აქვს ექიმს, რო­მე­ლიც სა­ი­ზო­ლა­ციო ოთახ­ში შე­დის, – წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved