აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიბუდაპეშტში ჩავიდა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.
როგორც ცნობილია, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
















კომენტარები