ცნობილი ქართველი ჯაზმენი და მუსიკოსი, თამაზ (თათუზა) ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკა რაჭველი წერს.
“კიდევ ერთი დიდი ისტორიის ქართველი მუსიკოსი წავიდა ამ ქვეყნიდან და დატოვა უზარმაზარი სახელი, ღვაწლი, ამაგი… ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ძვირფას თათუზას, ჯაზისა და კონტრაბასის ქართველ ღმერთკაცს!” – წერს ნიკა რაჭველი.
კომენტარები