• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯარისკაცების წამების საქმე – დაიბარებენ თუ არა გომელაურის მოადგილეს გამოკითხვაზე?

ალია ავტორი - ალია
12:40 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

ჯარისკაცების წამების საქმე – დაიბარებენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იოსებ ჭელიძეს გამოკითხვაზე, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. 

რამდენიმე წუთის წინ, საქმეზე მსჯავრდებულის, გოგიტა ბიჩელაშვილის ადვოკატმა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ზვიად კალატოზიშვილის, იაღლუჯას ბაზის ხელმძღვანელის, გიზო ბუთბაიას და მამუკა ზურაბაშვილის გვარებიც ფიგურირებს. 

განცხადებას საფუძვლად უდევს “შაბათის ეთერის” მიერ მომზადებული სკანდალური რეპორტაჟი და ის სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც “ტვ პირველმა” გაასაჯაროვა. 

ჩანაწერებში იაღლუჯას ბაზის ინსტრუქტორი ხელს პირდაპირ ვახტანგ გომელაურის მოადგილეს ადებს და ამბობს რომ, იოსებ ჭელიძე იყო საქმის ჩაფარცხვის ინიციატორი. 

ჯარისკაცების წამების გახმაურებულ საქმეზე ორი პირი, ცვლის უფროსები არიან გასამართლებული – დიმიტრი დევდარიანი და გოგიტა ბიჩელაშვილი, ხოლო მესამე ბრალდებული მერაბ ბარბაქაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მტკიცებით, მან თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ  მერაბ ბარბაქაძე მოკლულია. 

“უთხრეს, რომ როგორც ბარბაქაძემ ამ საქმისთვის ტავი მოიკლა, მოვედით სანახავად, გვეგონა უკვე ხეზე ჩამოკიდებული იქნებოდი. ზეწოლა გადმოვიდა შენზე. აიღე შენს თავზე დანაშაული და მერე ჩვენ საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთ. ეს გოგიტამ არ გააკეთა, რადგან ის დამნაშავე არ არის”– აცხადებს ბიჩელაშვილის ადვოკატი. 

საქმეში ჩართული კიდევ ერთი იურისტი, ფრიდონ სიხუაშვილი საქმის პროკურორების დასჯას ითხოვს, რადგან მისი თქმით, შსს-ს მაღალჩინოსნის მხრიდან საქმის ჩაფარცხვის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს: 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, ზედმეტსახელად “მოზგი”, პირდაპირ ჩარეულია სისხლის სამართლის საქმის გაყალბებაში და დანაშაულის არგამოძიებაში. ვეუბნები შოთაძეს და გომელაურს, ისინიც თანამონაწილეები არიან. საჩივარი მოიცავს პროკურორების, ალექსანდრე ჩხეიძისა და ლევან ქუთათელაძის, გამომძიებელ ვასილ კაკალაშვილის მიერ სავარაუდო დანაშაულის დაფარვას. მათ გამოძიების ეტაპზე ყველა ეს ინფორმაცია ჰქონდათ”- თქვა “ტვ პირველთან”ფრიდონ სიხუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved