,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ივანიშვილის, სააკაშვილის და ხაზარაძის ინტერესები, დღეს, ერთმანეთს ემთხვევა.
ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე სიტუაციური მოკავშირეები არიან, რადგან საქართველოს მოქალაქეების სტიქიური, დემოკრატიული ენერგია ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარ პოლიტიკურ სისტემებს უთხრის ძირს და სამივე ასეთი სისტემის დამფუძნებელია.
ეს არაა ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ეს ფასეულობების ომია სადაც დემოკრატიამ და რესპუბლიკანიზმმა, ავტორიტარიზმზე, ერთი კაცის ბატონობასა და ოლიგარქიაზე უნდა გაიმარჯვოს და საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ძალა და არჩევანის უფლება დაიბრუნონ.
სხვანაირად, გამარჯვება არ დადგება.
ჩვენ, ქართველი ხალხი უნდა ვწყვეტდეთ ვის მოვუსმენთ და ვის ავირჩევთ და არა ბელადები და ოლიგარქები.
პროცესი ბოლომდე არ მივა, სანამ სამივე თავკომბალას არ ჩარეცხავს.“
კომენტარები