• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, ხუთშაბათი, 5 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზნების შესახებ არა მარტო განსხვავებული, ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს“ – ლადო სადღობელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:13 01-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
982

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება , სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი.

– ლადო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  დაბრუნების მიზნების შესახებ,  სრულიად განსხვავებული ვერსია გაქვს. დეტალურად მოგვიყევი ამის შესახებ…

– შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზნების შესახებ არა მარტო განსხვავებული, ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს. ეს ინფორმაცია მომაწოდა სანდო ადამიანმა, რომელსაც ხელი მიოუწვდება ნებისმიერი დონის კულუარულ ინფორმაციებზე. ეს ვერსია არ არის, ეს არის კონკრეტულ ინფორმაციაზე  და ლოგიკურ ანალიზზე დაყრდნობით, სრულიად გაააზრებული სიახლე. ლოგიკურად და თანმიმდევრულად რომ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას, ამ ინფორმაციას მეც ვეთანხმები. მიმოხილვა გავაკეთოთ – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოსულა იმ მიზნებისთვის, რაც საჯაროდ გაჟღერდა. ევროპა გვთავაზობს ევროკავშირში შესვლას, ევროკანდიდატის სტატუსიც მოგვცა და დაგვაიმედა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება ლეგიტიმური უფლება, განაცხადი შევიტანოთ და გავხდეთ ევროკავშირის წევრები.რას გვაძლევს ევროკავშირის წევრობა? პირველ რიგში,  მის ყველა წევრს აძლევს ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას, ანუ კეთილდღეობას გვპირდებიან. რას აკეთებს ამ დროს  საპასუხოდ „ქართული ოცნება“? რა უნდა ქნას, რითი უნდა აჯობოს ევროკავშირის შემოთავაზებას და მის ინიციატივას?  წელს არჩევნებია, ოპოზიცია თუ პოზიცია ამ არჩევნებისთვის არის მობილიზებული, შიდა თუ გარე მტრები, ყველანი არიან არჩევნებზე ორიენტირებულნი. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა. 1.თქვან, რომ ჩვენც ევროპელები ვართ და ამის დასამტკიცებლად მოუწევთ მთლიანი გუნდის გადახალისება. ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების 90% მაინც უნდა შეცვალოს  რეალურად პროდასავლელი პოლიტიკოსებით, რომლებიც დასავლეთთან არიან ასოცირებულნი. შესაძლოა, „ენჯეოებიდან“ მოიყვანოს ხალხი. მაგალითად, თამარ ჩუგოშვილისნაირი პერსონები, რომელიც პარლამენტის ვიცე–სპიკერი იყო. მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იარონ, მე ასე ვიტყოდი, „ლომჯარიას გზაზე“.  2. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ რუსეთთან და არა მარტო რუსეთთან, ჩინეთთან უნდა დაამყარონ  ნორმალური ურთიერობა, მჭიდრო კავშირები  და ჩინეთთან ამყარებს კიდეც. ჩინეთი ზე სახელმწიფოა დიდი ეკონომიკით და დასავლეთს თუ მოაქვს თავი საკუთარი კეთილდღეობით, დასავლეთი დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთზე. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ჩინეთთან ჩახუტებულები ვართ, შოთა რუსთაველის ძეგლებს და ბიუსტებს ხსნიან ჩინეთის უნივერსიტეტებში, რამდენიმე სამთავრობო და საპარლამენტო ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში ჩვენს ხელისუფლებას. ჩინეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებას ვაპირებთ. აი, აქ ვუბრუნდებით იმ საკითხს, თუ რა შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობის, პროდასავლური კურსის საპირწონედ შემოგვთავაზოს წინასაარჩევნოდ, რათა მას დავუჭიროთ მხარი არჩევნებში – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, არა მხოლოდ დაპირება, არამედ მისი ნაწილობრივ აღდგენა მაინც.

– როგორ? რანაირად? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის თანხმობის გარეშე არ მოხდება. ამ ეტაპზე ასეა?

– გასაგებია. კულუარებიდან  გამოჟონა ინფორმაციამ, ანაკლიის პორტის გარდა რა აინტერესებს ჩინეთს საქართველოში. ეს არის რკინიგზა და „აბრეშუმის გზის“ აღდგენა, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა ექნება.  ყველამ ვიცით, რომ რუსეთიდან ჩაკეტილია პრაქტიკულად ევროპაში შემავალი გზები და ერთადერთი გზა რჩება საქართველოს გავლით. მხოლოდ საქართველოში  არსებული სახმელეთო გზა საკმარისი არ არის აზიიდან მოზღვავებული ტვირთების გასატარებლად. დამატებით ახალი გზებიც უნდა აშენდეს, რკინიგზაც საქართველოდან თურქეთამდე და ანაკლიის პორტიც. ამ პერსპექტივით ხიბლავს საქართველო ჩინეთს. ჩინეთი რატომ გვარქმევს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს,  ეს აქედან უკვე გასაგებია და ჩვენ რატომ ვარქმევთ ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორს, ეს არის საინტერესო და ამასაც გეტყვით. რამდენიმე ხნის წინათ, რუსეთსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. რუსეთს ჩინეთის ტერიტორიები ჰქონდა ოკუპირებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და უეცრად, რუსეთთმა 50 და 100 წლიანი იჯარით ჩინეთს გადასცა  დაახლოებით 100 საქართველოს ტოლი ტერიტორია. აქ იკვეთება მნიშვნელოვანი ფაქტორი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ხდება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა სანქციების ან ოპოზიციის შიშით, არა რვაჯერ დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ მეცხრედ და მამუკა ხაზარაძის დასამარცხებლად, არამედ დაბრუნდა საზეიმოდ. მან უნდა იზეიმოს თუ ორივე ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება არა, ერთის მაინც. უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ცხინვალის რეგიონი. რა ფორმით შემოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ეს მომავალში გაირკვევა. შესაძლოა, ეს იყოს იჯარით გადმოცემაც. მაქვს ინფორმაცია, რომ ამის შესახებ წინასაარჩევნოდ უკვე გაუშვებს სიგნალებს ხელისუფლება. თუ იჯარის გზით გადმოგვცემს რომელიმე ან ორივე ოკუპირებულ რეგიონს რუსეთი, ეს იქნება ჩინეთის ფინანსური დახმარებით. დაბრუნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, შესაძლოა, პირველ ეტაპზე ეს იყოს  ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული პოლიციის შესვლა, ქართული მოსახლეობის ეტაპობრივად დაბრუნება…

– თუ ეს მოხდა, თავისთავად ნიშნავს, რომ რუსული ბაზები უნდა გავიდნენ ცხინვალის რეგიონიდან.

– არც ეს არის წარმოუდგენელი, იმდენად სწრაფად ცვალებად  გეო–პოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. კი, იქ რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, რუსი სამხედროები პრაქტიკულად იქ აღარ არიან, მცირერიცხოვანი დანაყოფებია და დანარჩენი ვინც იყვნენ, უკრაინის ფრონტზე არიან გადასროლილნი სამხედრო ტექნიკასთან ერთად. ეგ კი არა, ოსური სამხედრო შენაერთებიც გაიწვია  რუსეთმა ომში. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი“ აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს. ისიც ვთქვათ, რომ რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის“ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების რეფერენდუმი სამჯერ ჩაშალა. მისი შეერთთება რომ სდომებოდა, აქამდე შეიერთებდა. ასევე, 2008 წლის ომი ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის შესაჩერებლად დაიწყო რუსეთმა და  არა იმიტომ, რომ „სამხრეთ ოსეთთი“ მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. ასე  რომ ყოფილიყო, 2008 წლამდე,  სხვა საბაბით შემოიჭრებოდა საქართველოში და წაიღებდა „სამხრეთ ოსეთს“.  მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი დარჩება „მშვიდობის გარანტორად“ რეგიონში, რუსეთი დარჩება რაღაც ფორმით, რაღაც სტატუსით რეგიონში ამ ეტაპზე. თუმცა, საქართველოს იურისდიქცია აღდგება სამაჩაბლოში. ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გეგმა განხორციელდეს და ის არც ღარიბაშვილს, არც კალაძეს და კობახიძეს არ მოსცემს იმის უფლებას, რომ წარმოჩინდნენ საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიის დამბრუნებლებად, ეს თავად მიიწერონ ეს. ბიძინა უნდა  იყოს ის პიროვნება, რომელიც აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ცხადია, ამის მერე  საქართველოში არავინ იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგი და არჩევნებსაც უპრობლემოდ მოიგებენ. ტერიტორიული მთლიანობის სრულად თუ ნაწილობრივ აღდგება იქნება ევროკავშირის საპირწონე. ევროკავშირის მომხრე  ბევრი შეიცვლის აზრს. მეც მომხრე ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრინებისა, მაგრამ თუ საკითხი დადგა, ევროკავშირი თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირის გარეშე? მე მეორეს დავუჭერ მხარს. თუ ქვეყანა გაერთიანდა, თუ  „აბრეშუმის გზა“ ამუშავდა, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა, ქვეყანაში სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება, რაღა მინდა ევროკავშირში? ბოლოს და ბოლოს, თვითმიზანი ხომ არ არის ევროკავშირის წევრობა? რაც ევროკავშირისგან გვინდა, იმაზე მეტი თუ მივიღეთ, ეს თემა საერთოდ დაიხურება.

– ამავე კონტექსტში აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა რამდენად რეალურია?

– ეს უფრო რთული საკითხი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც იქნება ჩვენთვის სასიკეთო ძვრები. ამ რამდენიმე თვის წინ, არავინ მიაქცია ერთ ფაქტს ყურადღება. მოულოდნელად აფხაზები აყვირდნენ, რომ ჩვენ ქართველებთან ერთთად არ ვიცხოვრებთ, საქართთველოს შემადგენლობაში აფზახეთი არასდროს დაბრუნდება და საპროტესტო აქციაც კი მოაწყეს ამის გამო სოხუმში.  კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება. რატომ ატყდა ეს ხმაური თითქოს არსაიდან? ვფიქრობ, აფხაზეთის ხელისუფლება, არ ვიცი რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე, განიხილავდა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნების საკითხს, ინფორმაციამ გაჟონა და ამას მოჰყვა ეს ხმაური. ამის შემდეგ  აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე საუბრის შესახებ განაცხადა. 15–20 წუთიანი „სპონტანური საუბარი“ იყო, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილაო, განაცხადა ყოლბაიამ და ვინმე დარწმუნებით იტყვის, რომ სპონტანური საუბარი იყო და არა დაგეგმილი, თან იმ დროს, როდესაც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი განიხილება?  ნამდვილად რომ  განიხილება, მე ეს კულუარული ინფორმაციის საფუძველზე ვიცი. ეს არის ნიშანი, სწორედ ამას გვიმალავს ხელისუფლება. ეს ჯოკერია ბიძინა ივანიშვილის ხელში, წაუგებელი პარტია წინასაარჩევნოდ.

ერთ უმნიშვნელოვანეს საკითსაც არ გამოეხმაურნენ არ ჩვენი პოლიტიკოსები, არც ექსპერტები და არც ჟურნალისტები. ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში პირველი  ვიზიტისას, ჩინეთის ლიდერმა,   სი ძინ პინმა განაცხადა, ჩინეთი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდეგენაშიო.  ესეც სიგნალია. ჩინეთს აქვს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები, ჩინეთს და მთელ აზიას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი საქართთველო კონფლიქტური კერების გარეშე, სხვაგვრად „აბრეშუმის გზა“ ვერ იმუშავებს. მე არ გამოვრიცხავ, აფხაზეთიც ჩინეთმა დაათმობინოს რუსეთს და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია, თუმცა, გარკვეული გავლენა აფხაზეთში რუსეთს დარჩება.

–რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის ცნობას?

–თუ მოხდა შეთანხმება, რუსეთი უკან წაიღებს აღიარებას. ჩინეთის  სამხედრო დახმარების გარეშე, რუსეთის საქმე უკრაინის ფრონტზე ძალიან ცუდად იქნება. ასევე, ჩინეთი რუსეთს აწვდის საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციას. ჩინეთს აქვს ბერკეტები, რუსეთს დაათმობინოს აფზახეთიც და სამაჩაბლოც და დაუბრუნოს საქართველოს. მთავარი მერე ის იქნება, რომ ეს ისე უნდა მოხდეს, რუსეთის ღირსება არ შეილახოს და რუსეთი  დროებით, რაღაც ფორმით და სტატუსით დარჩეს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ოღონდ ორივე რეგიონში უნდა  აღდგეს საქართველოს იურისდიქცია. ამის გაკეთება უკვე პოლიტიკოსებისა და დიპლომატების საქმეა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილილადო სადღობელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“
ახალი ამბები

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

16:11 06-04-2025
თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

14:52 06-04-2025
თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

14:03 06-04-2025
„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა
ახალი ამბები

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

13:47 06-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved