• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, დღეს ქვეყანას ეს საჭიროება უდგას” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:36 06-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
528

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი წერს, რომ ახლა აუცილებელია, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და პროცესების მართვა საკუთარ ხელში აიღოს.

,,კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა:

1. უნდა შე­იქ­მნას “ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის” რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფი”.

2. ჯგუფ­ში უნდა შე­ვი­დეს ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის იმ ნა­წი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს ევ­რო­კავ­შირ­ში.

3. ჯგუფ­მა ერთ თვე­ში უნდა შე­ი­მუ­შა­ოს დრო­ში გა­წე­რი­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

4. აწარ­მო­ოს მისი აღ­სრუ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ­დე.

5. შე­ი­მუ­შა­ოს სა­მარ­თლი­ა­ნი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პა­კე­ტი და გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა-არ­ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­რი­აა.რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმის მიღ­წე­ვა, რომ ეს თე­ო­რია ვაქ­ცი­ოთ პრაქ­ტი­კად?ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა, არ­სე­ბობს კონ­სენ­სუ­სი ერთ სა­კი­თხზე – რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბა­ზე.

არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რე­ა­ლო­ბას. მთა­ვა­რია, რომ ის­ტო­რი­ამ სწო­რედ მას და­ა­კის­რა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ვერ­სად გა­ექ­ცე­ვა.ამი­ტომ, არც და­მალ­ვას აქვს აზრი, რად­გან არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ ქვეყ­ნის გა­რე­თაც ვრცელ­დე­ბა კონ­სენ­სუ­სი მისი რო­ლის შე­სა­ხებ, რაც ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად პი­რა­დად მა­საც უქ­მნის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს, რაც კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა.

მას ნათ­ქვა­მი აქვს, რომ თუ სა­ჭი­რო­ე­ბამ მო­ი­თხო­ვა, ის დაბ­რუნ­დე­ბა…დღეს ეს სა­ჭი­რო­ე­ბა უდ­გას ქვე­ყა­ნას და უდ­გას პი­რა­დად მას. ის უნდა გახ­დეს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის მო­დე­რა­ტო­რი. მე პი­რა­დად შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ბი­ძი­ნას აქვს უაღ­რე­სად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მო­ნო­ლო­გე­ბის დი­ა­ლოგ­ში და კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თვის უნა­რი. ის, რომ ამ მა­გი­დას­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვე­ღარ შეხ­ვდე­ბა, ესეც გა­სა­გე­ბია.ეს არის ერ­თის მხრივ ქვეყ­ნის სწორ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის და მე­ო­რეს მხრივ, თუნ­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის ის­ტო­რი­უ­ლი და პირ­და­პი­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შან­სი.

იყო დრო, რო­დე­საც ის პა­ტივს მცემ­და, ყუ­რა­დღე­ბით მის­მენ­და და ჩემი სჯე­რო­და.მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი დის­ტან­ცი­ი­სა, რაც ჩვენს შო­რის შე­იქ­მნა, ახ­ლაც მზად ვარ, მას ამ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის მარ­თვა­ში და­ვეხ­მა­რო”, – დაწერა ხუ­ხაშ­ვი­ლმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved