იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც, სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამოდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „სინოფარმით“ აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს.
კომენტარები