ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,იცით რა არის შიმშილობა?!
მე გეტყვით:
ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობის 16 დღე – არანაირი საკვები, არანაირი საკვების დანამატები, არანაირი წვენები, არანაირი გადასხმები, არანაირი ვიტამინები, არანაირი მინერალური წყალი, ბორჯომსაც კი არ სვამდა!
როცა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შევიდა ირაკლი ბათიაშვილის, თავისი სულიერი შვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემომქმედის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის 4 კვადრატულ საკანში, ისეთი დასუსტებული იყო მამაჩემი, რომ ფეხზე ძლივს იდგა.”


კომენტარები