• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იტყუება… გამარჯობასაც აღარ გეტყვით ზოგიერთს და არ გეწყინოთ“ – ინგა გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
14:23 10-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,667

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ნაცმოძრაობის წევრის, ლევან სანიკიძის გუშინდელ ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება:

,,ახალგაზრდა ბიჭი, დიდ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებისთვის მებრძოლი, იტყუება. ჟურნალისტი სახლთან ჩამისაფრდაო, არადა თავად დაიბარა.

არ მჯერა, რომ იმ
ჟურნალისტს ესხმიან თავს , 24 საათი, დღე და ღამე, დაუღალავად და უშიშრად რომ იბრძვის ( ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) , Nanuka Kajaia -ს ეჩხუბებით იმის გამო,რომ კითხვები დასვა და არ მოგეწონათ.
არ მჯერა,რომ ტვ ,,პირველს,, უკვე მერამდენედ უწყობთ კამპანიას და უშვერი სიტყვებით ლანძღავთ არხს, რომელიც წარმოუდგენელ რელობაში მუშაობს,დღე და ღამე, იქ მომუშავე ადამიანების პირადი საფრთხეებისა და მუქარების მიუხედავად.
მთელი დღე ვუყურებდი,მორიგ ჯერზე, რა თავდასხმები დაიწყო ამჯერადაც და სამწუხაროდ, ამ კამპანიაში ზოგი ის ადამიანიც ჩაერთო,ვისაც მეგონა ესმოდა, რომ ჟურნალისტიკა კითხვების დასმას გულისხმობს,ვინმესთვის თუნდაც სრულიად მიუღებელი კითხვის . ამ
ადამიანებისგან განსაკუთრებით საწყენი აღმოჩნდა!
ხანდახან ვფიქრობ, აი,რა ძალა ადგას მაგალითად ნოდარ მელაძეს, მაკა ჩიხლაძეს , მარიამ
გაფრინდაშვილს,მაკა ანდრონიკაშვილს,და კიდევ ბევრ სხვას ამ ტელევიზიაში, რას ირთულებენ ცხოვრებას, რატომ აკლავენ თავს თითოეულ გამოძიებას, მეორე დღეს მოუბრუნდებიან და ეტყვიან, ვიღაც გმართავსო და მისი დაკვეთით მუშაობო,არადა მართლა პირადი უსაფრთხოების ნულოვანი გარანტიით მუშაობენ ჟურნალისტები და ოპერატორები ამ ტელევიზიაში.
ამ მორიგ შემოტევასაც გავუძლებთ და გადავიტანთ,მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯობასაც აღარ გეტყვით ზოგიერთს და არ გეწყინოთ.
ვიცი, რომ გკიდიათ და მეც მკიდიხართ ,ვინც ასე ილანძღებით. კითხვას დავსვამთ -ქოცობააო
ვინმეს არ აწყობს ,ისეთ ინფორმაციას მოვყვებით-ქოცობააო
კამერით რამეს გადაიღებ-ქოცობააო
არ გადაიღებ-ქოცობააო
ახლა ქოცობაცაა და ლელოობაცო
მართლა საქმეს რომ მიხედოთ , არა?!

ვინც გუშინ დასმული კითხვების უკან,რატომ აღმოჩდნენ მარტო ნადირაძე და ზოდელავა , ,, ლელოს,, დაკვეთა დაინახა, ან პოლიტიკური მიზანმიმართულებით აკეთებს ამას ან გარტყმაში არაა,რომ ჟურნალისტს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა,რომელიც თქვენ არ მოგეწონებათ.

ამასობაში ბიძინა იცინის,იცინის,კვდება სიცილით.

არ ვაპირებ დისკუსიას ამ პოსტის ქვეშ, ჩემი პოზიციაა ეს და ფეისბუქ ლაშქართან ბრძოლა მეზარება,რადგან ცხოვრებამ მაჩვენა,რომ ეს ლაშქარი მერე სადღაც ქრება და მარტო რჩები ხოლმე ადამიანი ( პოსტის მთავარი თემაც ხომ მარტო დარჩენილ ადამიანებზე დასმული კითხვა იყო)

ნახვამდის!“

თეგები: ინგა გრიგოლიალევან სანიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved