კრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდრ დე კროო კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ერთად ჩავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მელონი მოგვიანებით კიევიდან “დიდი შვიდეულის” სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
კომენტარები