იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ.40 წლის ლაგოდეხელი, თემურ მოსაშვილს ახლობლები 20 ივნისის შემდეგ ეძებენ.
როგორც სოციალურ ქსელში დაკარგულის მეგობრები წერენ, რომ თემურ მოსაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა, ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა, აღარ შეუშვეს, 2 დღე- ღამის განმავლობაში კი ერთ- ერთ პარკში ეძინა.
მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მას მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა.
კომენტარები