იტალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩაწერა 12 წლიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყანამ მოზარდების აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკომისიამ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორგანიზაციული პრობლემებისა და მომარაგების ხარვეზების გამო ნელი სტარტის შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციის პროგრამამ ტემპები აკრიფა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 35 მილიონი დოზაა გამოყენებული, ამასთან 12,4 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის თითქმის 23%) ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.
კომენტარები