ისრაელში 1 ივნისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც დარჩა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, მოქალაქეებს მთელი რიგი საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და დაწესებულებებში სტუმრობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების, ე.წ. “მწვანე პასპორტების” წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.
განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება საკლასო ოთახებში, ლექციების დარბაზებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერ სხვა დახურულ საჯარო შენობაში, აგრეთვე სტუდენტთა ტრანსპორტირებისას საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში.
კომენტარები