ისრაელში „კოვიდ19“-ით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 10 947-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
ინფიცირებულთა 33 პროცენტი 11 წლის ასაკზე ქვემოთაა, 15 პროცენტი 12-18 წლამდეა, მხოლოდ 4 პროცენტია 60 წლის ასაკზე ზემოთ. 31 აგვისტოს მონაცემებით, ისრაელში „კოვიდ 19“-ის 83 542 ახალი შემთხვევა დაფქსრდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომენტარები