ისრაელში კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელში „დელტა პლუს“ ვარიანტის 12 შემთხვევა აღმოაჩინეს. შემთხვევათა უმეტესობა საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს დაუფიქსირდათ.
მედია იუწყება, რომ ამ ეტაპზე გაურკვეველია, ახალი შტამი არის თუ არა ქვეყანაში გავრცელებულ „დელტა“ ვარიანტზე მეტად გადამდები.
კომენტარები