ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 600 ათასი მოქალაქიდან, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღო, მსუბუქი გვერდითი მოვლენები 50-მდე ადამიანს განუვითარდა.
ყველა გამოვლენილი სიმპტომი მსუბუქი ფორმის იყო, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილას, ცხელება და გულისრევა.
ისრაელში, 1-ლი აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო.
ვაქცინის მეასამე დოზას მხოლოდ ის პირები იღებენ, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, 5 თვის წინ მიიღეს.
ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს.
კომენტარები