ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, 7 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლის დაწყების შემდეგ სულ მცირე 22 ჟურნალისტი დაიღუპა.
მათივე ცნობით, მათ შორისაა 18 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, რვა ჟურნალისტი დაშავდა, სამი კი დაკარგული ან დაკავებულია.
„ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან საქმეს კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ მეომარი მხარეების სამიზნე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები