თბილისში, ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
ცნობისთვის, ისნის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ.
კომენტარები