• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარს დაავადების სიმპტომები არ აქვს

ალია ავტორი - ალია
13:09 03-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ისლანდიაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გზად ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება აირჩიეს. მიმდინარე წლის თებერვლიდან მოწმდება ქვეყნის ყველა მოქალაქე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა დაავადების ნიშნები. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, COVID-19 უსიმპტომო მსვლელობის დროსაც გამოავლინონ და ინფიცირებულთა მიერ ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. 

ამ დროისთვის ისლანდიაში შემოწმება უკვე 15 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 4.25 პროცენტია. ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1020 შემთხვევა. საინტერესოა ის გარემოება, რომ დაავადებულთა თითქმის ნახევარს COVID-19-ის სიპტომები არ აღენიშნება. 

“ტესტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარს დაავადების ნიშნები არ აქვს, პაციენტების მეორე ნახევარში კი COVID-19 ზომიერი, გაციებისმაგვარი სიმპტომებით მიმდინარეობს”, – აცხადებს ისლანდიის მთავარი ეპიდემიოლოგი, თოროლფურ გუდნასონი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისლანდიის გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის ქმედითი მეთოდების განსასაზღვრად. ამ ქვეყნის მონაცემები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემთხვევათა დიდ ნაწილში COVID-19 უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საყოველთაო ტესტირება, შესაძლოა, ეფექტური ხერხი იყოს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ამ მოსაზრებას ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პატარა ქალაქის, ვოს მაგალითიც ამყარებს. ტესტირება მის მთელ მოსახლეობას – 3,300 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 3 პროცენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ექიმების თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობას COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დაავადებულთა იზოლაციისა და ორკვირიანი კარანტინის შემდეგ მოსახლეობის განმეორებითი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ვირუსის გავრცელება ქალაქში 90 პროცენტით შემცირდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved