• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარაა, რომ მას ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
23:54 11-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა ის „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ისინი საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ისინი არიან თავიანთი ბუნებით მიდრეკილი არეულობისკენ, დესტრუქციისკენ. აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას რანაირად შეიძლება ვენდოთ? შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ერთი – ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე, ყველას უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, ძალიან დაბალი. უფრო მეტიც, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, უსაფრთხოების ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცრაზმის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარად ჩანს, რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved