• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინის საკითხიც იყო – იუშენკო 2008 წლის ომს იხსენებს

ალია ავტორი - ალია
12:52 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმასა და თბილისში მობილიზებულ დიპლომატიურ სოლიდარობას იხსენებს. 

ახლა, როცა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება, ექსპრეზიდენტი იუშენკო იხსენებს, რატომ იდგა 13 წლის წინ თბილისში, რუსთაველის მოედანზე, ქართველი ხალხის გვერდით. 

“საქართველოში 2008 წლის 13 აგვისტოს დილა თენდებოდა, თუმცა, მზის სხივებმა შუქი სრულიად განსხვავებულ სამყაროს მოჰფინა. სრულ სიბნელეში მივიკვლევდით გზას. მანქანის ფარები ღამეს ღორღისა და რაღაც სამშენებლო ტექნიკის ნაკუწებს სტაცებდა. გზის პირას მტვრით დაფარული გრეიდერები და სატვირთო მანქანები იდგა. ეს მთის ცუდი გზა იყო და ორმოებზე საგრძნობლად გვაჯანჯღარებდა.

დაძაბულობა იგრძნობოდა. ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. მუდმივად მატყობინებდნენ მდგომარეობას. ზარებს შორის შუალედებში შესაძლო სცენარებზე ვფიქრობდი. ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ გზაზე მსჯელობ, რა იქნება შემდეგში.

ნახევარ საათში ნებისმიერი რამ შეიძლება, მოხდეს – შესაძლებელია სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების განვითარება. ვერავინ გამორიცხავდა ჩვენი მისიის საბედისწერო დასასრულს, რომელსაც მარტივად წარმოაჩენდნენ შემთხვევითობად, როგორც რომელიღაც სერჟანტის შეცდომას. სერჟანტს რუსული სამხრეები ეკეთებოდა და შეიძლებოდა, უკრაინული გვარი ჰქონოდა.

ასეთ გარემოებებში რთული არ არის დანაშაული უბედურ შემთხვევად გაასაღო და ეს ისე გააკეთო, რომ მთელმა მსოფლიომ მარტივად დაგიჯეროს.

საქართველოში მეგობრებთან უკვე შემდეგ ჩასვლაზე მაჩვენეს რუსული ტანკებით განადგურებული ვენახები. ეს თბილისთან სულ ახლოს იყო, იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ჩვენმა მანქანებმა ჩაიარა

ჩვენს კოლონაში, დაახლოებით, 15-მდე მანქანა იყო. მათ შორის იყვნენ ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ილვესი, ლიტვის პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, ლატვიის პრემიერმინისტრი, ივარ გოდმანისი და მე. ჩვენ თბილისში მივდიოდით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს დედაქალაქს რუსული ჯარი უახლოვდებოდა. იყო გაურკვევლობის განცდა. არ იყო ცხადი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

კითხვაზე, რატომ ვართ აქ, არანაირი ცხადი პასუხი არ არსებობდა. იმ დღეების პირველი მოსაზრება იყო: ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოში. ჩვენ უნდა ვიყოთ აქ. ისე, როგორც ოდესღაც კენედი ამბობდა, “დღეს მე ბერლინელი ვარ!”, ასევე ვიყავი მზად გამემეორებინა ეს სიტყვები თბილისში, “დღეს მე ქართველი ვარ”.

ეს იყო უჩვეულო სიტუაცია. ოთხი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი საომარი მოქმედებების ზონაში მიდიოდნენ.

რუსები უკვე თბილისთან იყვნენ. ერთადერთი ფიქრი მქონდა: არაფერი იმუშავებს ისე, როგორც ეს მორალური მხარდაჭერა.

მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვან სიტყვებს ვიხსენებდი, რომელიც იმ საღამოს სულ თავში მიტრიალებდა:

“როდესაც ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ სოციალისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან სოციალ-დემოკრატი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ პროფკავშირებთან, მე გავჩუმდი, რადგან პროფკავშირების წარმომადგენელი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მე გავჩუმდი, რადგან არ ვიყავი ებრაელი. როდესაც ისინი ჩემთან მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები”.

სიტყვები სხვა ეპოქიდან იყო, ისინი ნაციზმის ისტორიის ექოსავით ჟღერდნენ, თუმცა, მაშინ, რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, მარტინ ნიმიოლერის სიტყვების არსი არ მშორდებოდა გონებიდან: როდესაც ისინი მივიდნენ ჩემს მეზობელთან, ვდუმდი, როდესაც მოვიდნენ ჩემთან – აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები.

ის, რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინის საკითხიც იყო.

ეს იყო ჩვენი არსებობის საკითხი, ჩვენი უსაფრთხოების საკითხი. მე ვხვდებოდი, დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა.

ჰემინგუეიმ ოდესღაც დაწერა იმაზე, რაზეც იმ საღამოს გზაში ვფიქრობდით: მე კაცობრიობის ნაწილი ვარ და თუკი ვინმე კვდება, კვდება ჩემი ნაწილიც. ამიტომაც, როდესაც ზარი რეკავს, არ იკითხო, ვისთვის რეკავს ზარი – შენთვისაა”. – წერს ვიქტორ იუშენკო. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved