• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
16:15 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„მე ძალიან კარგად – დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას და ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ. მაგრამ მართლა გეუბნებით – ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება. და ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა.” – განაცხადა პარტია“საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ  მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

გიორგი გახარიამ ბოლო ორი დღის მანძილზე პარტია „საქართველოსთვის” წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ამორალური ხასიათის ზეწოლების და მოსყიდვის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი – ახალგაზრდა ქალის რომელიც  მასწავლებელია ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ სკოლაში – დირექტორმა დაიბარა  პირდაპირ უთხრა ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის სახელით, რომ აირჩიე – ან იქ უნდა იყოო, ან გაგიშვებთო. 

გუშინ მაგალითად, ვიყავით დევნილთა დასახლებაში, სადაც საკითხი ასე დგას,  რომ თუ მიხვალ გახარიასთან   ღონისძიებაზე, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო -დევნილებს ეუბნებიან ამას.
ჩვენს ფოთის მერობის კანდიდატთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ 200 000 ლარს მოგცემთო, აი ამ სიაში ნებისმიერ მიწას ხელი დაადეო და 3000 ლარიც ყოველთვიურად გექნებაო.

არ ვიცი – წარმოუდგენელი რაღაცაა. მე მესმის აქ რაშია პოლიტიკური ლოგიკა – ჩვენ რაღაც საკითხებში მართლა ხელს ვუშლით. ” – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მოვლენების ამგვარი განვითარება მისთვის მოულოდნელი იყო.

„რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა -შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდის ნაწილიც ვიყავი, ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფასეულობებზე იტყოდა უარს. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა –  ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ?  –  მაგრამ არა.” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved