ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო “ანადოლუ” ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.
კომენტარები