• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკს“ „ბაზისბანკს“ აღარ მიჰყიდის

ალია ავტორი - ალია
17:10 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,721

„ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ აღარ ყიდულობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შემდეგ, BMG-ის „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემაც დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენა აღარ განიხილება.

ბიზნესმენი ორი ბანკის გაერთიანებას არ გამორიცხავს.

„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. [ახლა] თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით”, – გვითხრა ირაკლი რუხაძემ.

BMG-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი გარიგების ღირებულება იყო, რაც რამდენიმე კვირის წინ თავად ირაკლი რუხაძემაც ირიბად დაადასტურა. სავარაუდოდ, გარიგების მონაწილეებს შორის შეთანხმება ამიტომ ვერ შედგა.

„ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა… მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – აცხადებდა ირაკლი რუხაძე.

ცნობისთვის: “ბაზისბანკის მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. (ბიემჯი)

თეგები: ირაკლი რუხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved