• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ქარსელაძე – წყალტუბოს გენგეგმის კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად მის განვითარებასაც ითვალისწინებს

ალია ავტორი - ალია
15:10 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„წყალტუბოში გვაქვს ლამაზი შენობები, რომელიც უფუნქციოა, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც პატრონობა სჭირდება. ეს პოტენციალი დაინახა  ბიძინა ივანიშვილმა ბევრად იმაზდე ადრე, ვიდრე კურორტის გენგეგმის მომზადება დაიწყო და მისი ცნობილი ინიციატივა გააჟღერა. პრომეთეს მღვიმემ  ნაწილობრივ დაუბრუნა წყალტუბოს ტურისტული ცნობადობა, ცნობადობა იმისა, რომ ეს არის უმშვენიერესი, ულამაზესი, ბუნებრივად დაჯილდოვებული ბალნეოკლიმატური კურორტი. წყალტუბოს გენგეგმის ერთ მილიონიან კონკურსში იტალიურ-ქართულმა საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა და მათი ბრწყინვალე პრეზენტაცია მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ ჩვენ, წყალტუბოს მოსახლეობამ, პროფესიულმა წრეებმა. პრეზენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა წყალტუბოს, როგორც კურორტს და აუცილებლად როგორც ქალაქს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, ეს ორი თანმხვედრი ჰარმონიული ელემენტი, რასაც წყალტუბო აერთიანებს, რაც მას ხდის ნამდვილად გამორჩეულ მდებარეობად,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსცვლისას განაცხადა. 

 მინისტრის თქმით, კურორტის გენგეგმის კონცეფცია წარმოადგენს იმ დაბალანსებულ, ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და თან განვავითაროთ იგი. გენგეგმის კონცეფცია  ითვალისწინებს 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებას.

 „აქ იქნება ყველა ის დიდი ბრენდი, რომელიც ქმნის ასეთ მდებარეობებს და ამის ბრწყინვალე მაგალითია შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. აქ კიდევ უფრო დიდი პოტენციალია და ამას ამბობს ის ჯგუფი, რომელშიც თანაბრად იყვნენ ჩართული გარემოს დაცვის ექსპერტები, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები. შემუშავებულია კონკრეტული გეგმა დაბალანსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და თანამედროვე პირობების, თანამედროვე კურორტის კონცეფციით. ძალიან საინტერესოდ არის წარდგენილი ის შესაძლებობები, რაც ქალაქს და მის შემოგარენს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. კერძოდ ეს არის აგრო ტურიზმი, სპორტული ტურიზმი და შესაბამისი მოედნების, შეკრებებისთვის და სხვა ტიპის სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული მთელი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, სრულად არის შენარჩუნებული პირველი ზოლი, თავისი აუთენტურობით, რომელსაც აუცილებლად სჭირდება განვითარება,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 

მინისტრმა ისაუბრა წყალტუბოს პარკის განვითარებაზეც, რომელსაც ითვალისწინებს გენგეგმის კონცეფცია და აღნიშნა, რომ  გათვალისწინებულია საინტერესო ატრაქციები ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ოჯახებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved