ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისს ჩაინიშნა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა – კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო.
ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე”, – ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის Facebook პოსტში.
კომენტარები