• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი ილია მეორის ინიციატივაზე: შიბაქების გამოთლა მინდა დავიწყო და “ბლაგასლავენია” სად ავიღო?

ალია ავტორი - ალია
12:17 05-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

საპატრიარქო მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენასო. შიბაქების გამოთლა მინდა დავიწყო და “ბლაგასლავენია” სად ავიღო? – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართვას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართვას.

“მოხარულნი ვართ, რომ ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.

ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.

დედის რძე ბავშვისთვის არის შეუცვლელი საკვები, – მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები.

ღმერთმა დალოცოს ჩვეენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე.” – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით
ახალი ამბები

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით

15:00 11-19-2025
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი
ახალი ამბები

ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი

12:46 11-19-2025
ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved