ირაკლი კობახიძის ბრძანებით, 30 ოქტომბრიდან სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა.
“სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის 5/6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 2¹ პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს მიენიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება “სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი”, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან,” — წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.














კომენტარები