• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს და ყველაფერზეა წამსვლელი

ალია ავტორი - ალია
19:31 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს და ყველაფერზეა წამსვლელი. ასეთ ვითარებაში, მათ შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის ასეთი მძიმე ქმედებებიც, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ეთანხმება თუ არა გია ვოლსკის განცხადებას, რომ ქვეყანაში შესაძლოა, პოლიტიკური ტერორისტული აქტები ხორციელდებოდეს.

კობახიძის განცხადებით, ეჭვების დონეზე საუბრის უფლება ყველას აქვს, თუმცა კონკრეტული განცხადების გაკეთება დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ამაზე შტაბში არაერთხელ გვქონდა მსჯელობა, გამომდინარე რეიტინგებიდან, რაც ფიქსირდება და გამომდინარე ჩვენი კონკრეტული ოპონენტი პოლიტიკური ძალის ბუნებიდან. თავის დროზე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, არაფერს ერიდებოდნენ. გახსოვთ, მაგალითად, იმიტირებული ტერაქტები, რომელიც მათი მხრიდან იგეგმებოდა და ხორციელდებოდა. გახსოვთ არაიმიტირებული ტერაქტები, რომლებიც ხორციელდებოდა მოქალაქეების წინააღმდეგ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. აქედან გამომდინარე, არის ორი ფაქტორი – ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაფერზე წამსვლელი ბუნება, ყველაფერზეა წამსვლელი პირადად სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მეორე ფაქტორი არის მათი რეიტინგები. ისინი განწირული არიან ძალიან მძიმე მარცხისთვის და ასეთ დროს ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით და დამატებითი პრევენციული განცხადებებიც გაკეთდება ჩვენი მხრიდან.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ეჭვების დონეზე ისაუბროს, მაგრამ რაც შეეხება განცხადებებს, ჩვენ ჯერ უნდა გვქონდეს კონკრეტული ინფორმაცია და მერე შეიძლება, რაიმე კონკრეტული განცხადება გავაკეთოთ. ჩვენ უბრალოდ ვიცით ორი რამ – ისინი აგებენ არჩევნებს და ყველაფერზე არიან წამსვლელი. ასეთ ვითარებაში მათ შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის შეიძლება, ასეთი მძიმე ქმედებებიც განახორციელონ, მაგრამ ჭორების დონეზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved