• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სასურსათო ფასების რეგულირებას ირაკლი კობახიძე აანონსებს

ალია ავტორი - ალია
12:43 12-24-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სასურსათო ფასების რეგულირებას ირაკლი კობახიძეც გეგმავს.

საქმე ის არის, რომ დღეს “ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ხომ არ არის ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები. ასევე, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.

მსგავსი შინაარსის განცხადება 2023 წლის თებერვალში გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

რა თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ?

მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებში ფასების შედარებამ აჩვენა, რომ საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.

კობახიძის განმარტებით, ფასებს შორის ასეთი სხვაობა გამოწვეულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2%-ია. მისივე თქმით, აღნიშნული განსხვავება მით უფრო თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები — მათ შორის ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადები — გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.

„კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. ამასთან, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს“, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება გახდეს შესაძლებელი.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეისწავლონ ბაზარზე არსებული პრაქტიკა და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე პარლამენტს მიმართა თხოვნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.

რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 20 თებერვალს

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდებოდა.

საქართველოში საცალო ვაჭრობის დარგის წესები ევროპაში აპრობირებული არ არის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ღარიბაშვილის დავალებით საცალო ვაჭრობის წესების დასარეგულირებლად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი უნდა მოემზადებინა.

“სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის ამგვარი – იმპორტიორების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი, ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს.

აქედან 70-80% მათი [იმპორტიორების] მოგება არ არის, არამედ დამოკიდებულია დიდი ქსელების, რითეილების წესებთან. ეს წესები არ არის ევროპაში აპრობირებული, მთელს დასავლურ სამყაროში დარეგულირებულია, ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას, რომელიც ეხება კანონს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ” – ამბობდა ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის გადმოტანით სამართლიანი წესები დადგინდება და იმპორტიორებს განსაზღვრული მარჟები, ხოლო საცალო ვაჭრობის დარგს განსაზღვრული წესები ექნება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტი, ვინაიდან ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება. გასული თვის ინფლაცია იყო 9,4%, აქედან 6,1% არის სურსათის ფასები, როგორც კი დარეგულირდება ფასების საკითხები, ინფლაცია ჩამოვა იმ ნიშნულზე, როგორც გვაქვს განსაზღვრული – დაახლოებით 5% ამ წლის განმავლობაში. და საბოლოოდ, ეს სიკეთე აისახება მოსახლეობის ჯიბეზე”.

ღარიბაშვილი ამბობდა იმასაც, რომ სურსათის ფასების შესახებ კანონპროექტმა არ უნდა გააჩინოს განცდა, რომ მთავრობა ეკონომიკის საქმიანობაში უხეშად ერევა. მისი თქმით, როგორც წამლების ფასების რეგულირება – რეფერენტული ფასების დაწესება, სურსათის ფასების შეზღუდვაც ევროპული პრაქტიკაა.

 

  • “ოცნების” ორივე პრემიერ-მინისტრის რიტორიკა ეფუძნება იმ აზრს, რომ ფასების ზრდა არა მხოლოდ ობიექტური ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ ბიზნესის არაკეთილსინდისიერებითაა გამოწვეული;
  • ორივე ამტკიცებს, რომ იმპორტიორებისა და რითეილერების (მარკეტების) ფასნამატი არაგონივრულად მაღალია (ხშირად 70-100%-მდე);
  • ორივე იყენებს ევროპული ქვეყნების მაგალითს იმის საჩვენებლად, რომ საქართველოში მოგების მარჟები (7-15%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში (დაახლოებით 2%);
  • ორივე აღნიშნავს, რომ ქსელური მარკეტების პოლიტიკა (შესვლის გადასახადი, ქეშბექები) აზარალებს ქართველ მწარმოებელს და აიძულებს მას, პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და რაც მთავარია, ორივე თვლის, რომ თავისუფალი ბაზარი ამ შემთხვევაში ვერ არეგულირებს ფასებს და საჭიროა ხელისუფლების ჩარევა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს კობახიძისგან განსხვავებით, მაშინ არ უხსენებია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ფასნამატში.

 

რით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 7 ძირითადი პროდუქტის (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, კარაქი) ბაზარი.

შედეგი: სააგენტომ დაასკვნა, რომ იმპორტის დონეზე ფასნამატები მართლაც მაღალი იყო, თუმცა კარტელური გარიგება ან კანონდარღვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. სააგენტომ მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართა ბიზნესს.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, მსხვილი რითეილერების ნაწილმა დააანონსეს ფასების შემცირება გარკვეულ პროდუქტებზე.

შედეგი: ეს იყო მოკლევადიანი აქცია. ასევე, მოკლევადიან პერიოდში დიდ ქსელებში დროებითი, მასშტაბური ფასდაკლებები იყო არაერთ პროდუქტზე.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

13:06 12-24-2025
არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved