• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს

ალია ავტორი - ალია
11:32 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

როცა ჩვენი მოსახლეობის 80%  სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ არა 27%, არამედ 5-6-7% უჭერს მხარს, დანარჩენი კი გაღიზიანებული ამომრჩეველია, რომელიც საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს.

„მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ვიცი, შესწავლილიც მაქვს, ამომრჩევლის 27%-ში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, რა კატეგორიაა. ვფიქრობ, რომ მაგედან 5-6-7% იქნებიან „მიშისტები“, სექტად რომ არის ჩამოყალიბებული, დანარჩენი არის გაღიზიანებული, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც სხვათა შორის საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს. მე შეგახსენებთ ძალიან მარტივ მაგალითს, საზოგადოებას შევახსენებ ფაქტებს. როცა კრიზისის პიკი იყო, როცა ითხოვდნენ  ჩემს გადადგომას, ივლისის დროს და უამრავი აქცია რომ დააანონსეს, მაქსიმუმ 4000 კაცი შეკრიბეს. პარტია, რომელსაც 4000 კაცის გამოყვანის მეტი თავი არ აქვს, რაზეა საუბარი და მეორეც, კითხვას შევუბრუნებ ნებისმიერს, 27% თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს და მე გითხარით, რომ ასე არ არის, იქ რეალურად სხვანაირად განწყობილი მოსახლეობაა და სამუშაოა მათთანაც, ისინი რეალურად შეცდომილები არიან, მე ასე მჯერა, ჩემი ღრმა რწმენით ასეა, 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა. მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ, ჩვენი მოსახლეობის 80%, ანუ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი და მე არ მესმის, ვინ იმუქრება საერთოდ?! არეულობით იმუქრებიან?! ვინც გაბედავს არეულობას ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მცდელობა ექნება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით, ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ სააკაშვილის დაკავებას ვითომ რაღაც არეულობა მოჰყვება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად. ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved