• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ფერმერებს – სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარების თანმიმდევრულ პოლიტიკას და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას აგრობიზნესით დაინტერესებული მოქალაქეების მხარდასაჭერად

ალია ავტორი - ალია
15:28 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ფერმერების საჭიროებებით დაინტერესდა და მათ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდასაჭერად ხორციელდება.პრემიერმა ინფორმაცია მიიღო ატმის მოსავლის შესახებ. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის დაბინავების პროცესში შეფერხება არ ჰქონიათ. უკვე ექსპორტირებულია 25 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება – 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს წარმატება სოფლის მეურნეობის განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით რეგიონში არაერთი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსავლის დაბინავებას.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე კახეთის რეგიონში 41 მაცივარი ფუნქციონირებს. ამასთან, რისკებისგან ფერმერების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით, გრძელდება მუშაობა ბაზრების დივერსიფიცირებაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გაცემულია 3 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი კრედიტი; სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 440 მლნ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის  ფარგლებში 2014 -2021  წლებში დაზღვეულია 110 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო ფერმერებისათვის ანაზღაურებული ზარალი 56 მლნ ლარს აღემატება.პრემიერ-მინისტრისა და ფერმერების შეხვედრა სოფელ ჩუმლაყში ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამაცივრე მეურნეობაში გაიმართა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამურმა ინვესტიციამ 800 000  ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 550 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან  800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა.პრემიერი ფერმერებს ესაუბრა დარგის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა საგრანტო დახმარებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით.
ფერმერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ  პარლამენტის მაჟორიტარი  დეპუტატი გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ოლქში დავით სონღულაშვილი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved