• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია

ალია ავტორი - ალია
11:55 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

საარჩევნო კამპანიის დროს მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წინა ხელისუფლებაზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და პირველ რიგში მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამ, სანამ ამ ჯალათებს და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველდღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური „ნაცმოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და ეს მორიგ პოლიტიკურ თაღლითობად შეაფასა.

„ჩვენ გუშინ ერთგვარი შედარებებიც გავაკეთეთ, შედარებები ხელწერას შორის. რა არის ჩვენი ხელწერა და რა იყო მათი ხელწერა, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა და როგორ შეიძლება, შეიცვალოს. ისინი დღეს გამოდიან და საუბრობენ რაღაც მაღალ მატერიებზე. თუნდაც, გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ?! „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს. ამის მიუხედავად, ჩვენ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ. კიდევ არის დარჩენილი გარკვეული რეფორმებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ და რაც ვთქვით, იმას გავაკეთებთ. მეორეს მხრივ, ჩვენ რა ვნახეთ მათგან, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ  არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათების და მკვლელების კორპორაციას. ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია მეგობრებო. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი განსაცდელი გაიარა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.

„ათასობით ადამიანი, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი, გასამართლებული, 4 მილიონი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში. გადაუარეს, გადათელეს, ფეხქვეშ გათელეს ქართველების ღირსება, რა თქმა უნდა, დროებით, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ხალხი, რომელიც არავის არასოდეს აპატიებს ღირსების შელახვას და სათანადო პასუხს გასცემს და გასცა კიდევაც „ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა მოუსავლეთში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved