• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მუდმივად მიდის კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა, ოფიციალური სტატისტიკით, სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს 10 ათასით არის გაზრდილი

ალია ავტორი - ალია
13:07 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი გავაცნო ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დროს, 219  ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, ხოლო მოქმედი ხელისუფლების  პერიოდში 10 ათასით გაიზარდა.

„მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ. ამ დროს, რომ შევადაროთ, წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის დროს, ეს ოფიციალური  სტატისტიკური მონაცემებია, 219  ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს, რა თქმა უნდა,  მცირედი ზრდაა და ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საუბარია ფაქტებზე  და  სიმართლეზე, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ – ჩვენს მოსახლეობას. 10 ათასით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ როცა საუბარია ასეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე, აქვე აუცილებელია, ფაქტები მოვიყვანოთ და სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved