• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ენკაზე“: „კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი“

ალია ავტორი - ალია
12:51 09-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ეს კონტრაქტი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, მემკვიდრეობით დამხვდა. ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი. ამაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ელაპარაკოს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ეს მეც მაწუხებდა, რაც სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგსა და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს ამ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„ეს, წმინდად, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ენკა“ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. კომპანიამ გეგმის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved