• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით, ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს

ალია ავტორი - ალია
12:49 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13

კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ველისციხეში შეიქმნება ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი და აღნიშნულ პროექტზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება.

„მე მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდაზე და კრეატიულ ადამიანზე, რომელიც მართლაც გამორჩეული დეპუტატია ჩვენს პარლამენტში და ჩვენს გუნდში. კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი მოიტანა და განახორციელა გურჯაანში. მან კონკრეტულ საქმედ აქცია თავისი იდეები. კულინარიული სკოლა, რომლის მშენებლობა დაიწყება 2022 წელს, ბასკეთთან, ყველაზე ცნობილ კულინარიულ სკოლასთან გააფორმა მემორანდუმი და ამის საფუძველზე მოხდება ახალი სკოლის დაფუძნება აქ, გურჯაანში. მინდა ბატონ დავით სონღულაშვილს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ იდეებისთვის, რომელიც განახორციელა გურჯაანში.

ველისციხის პროექტზე მინდა ასევე აღვნიშნო – აღნიშნული პროექტით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცოცხლებთ ამ რეგიონს. შეიქმნება ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ტურისტული ადგილი. ველისციხეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა და სამაგალითო ადგილი გახდება ველისციხე.

დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს. კახეთს სჭირდება ახალი გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს კახეთში საქართველოში ჩამოსული ყოველი მეორე ვიზიტორი მოდის კახეთში, ამიტომ, ტურისტებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა უზრუნველვყოთ კომფორტული გადაადგილება, გზები, ინფრასტრუქტურა და სასტუმროები დ არაც მთავარია, ჩვენ უნდ ვიზრუნოთ ხარისხის აწევაზე. ეს სტანდარტი და ეს თამასა უნდა ვწიოთ მაქსიმალურად როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირი გულისხმობს ხარისხს, ამიტომ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტი და ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved