• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ სიტუაცია დამშვიდდა და ქვეყანას არ ჰქონია ომი, არის “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ

ალია ავტორი - ალია
12:44 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა, ის, რომ ომი არ ჰქონია ქვეყანას და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მეგობრებო. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო  დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად. თუნდაც ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ათას დაუსაბუთებელ უსაფუძვლო ბრალს სდებენ ჩვენს  მთავრობას. რუსული ჯარი, უკვე ბოლო დანაყოფი,  2007 წელს გავიდა. დატოვა ბოლო ქვედანაყოფმა ჩვენი ტერიტორია, სულ რამდენიმე თვეში, იმ არასწორი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, იმის გამო, რომ ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რუსული  ჯარი დაბრუნდა  საქართველოში. ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც რა თქმა უნდა, არის გამოუსწორებელი შედეგი. დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც თავად სააკაშვილმა უწოდა “ქვების გროვა”. მე ძალიან მაინტერესებს და მინდა, ყველა იმ ადამიანს შევხვდე და პირადად გავესაუბრო – როგორ შეიძლება ასეთ ძალას მხარი დაუჭიროს დღეს ადამიანმა, მოქალაქემ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ნაწილს უწოდა “ქვების  გროვა”  და შემოიყვანა და დააკანონებინა  ოკუპაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ შორის ოპონენტებთან და მათ მხარდამჭერებთან იმისთვის, რომ ის განსაცდელი, რომელიც ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა, აღარასოდეს განმეორდეს.

„სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ, მეგობრებო. საჭირო არის მშვიდად, სტაბილურად, მტკიცედ ქვეყნის მართვა, განვითარება და მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა. მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა – აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი მთავარი საქმე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved