• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში; 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს

ალია ავტორი - ალია
13:15 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“.

„უამრავი სხვა პროგრამა და პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუნდაც, გზების მშენებლობაში ჩვენ მილიარდობით ლარი დავხარჯეთ. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ხიდების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია, 170 ახალი სკოლა აშენდა და 250 სკოლის სრული განახლება-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი საქმის გაკეთება. ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში. თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორციელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ.. თუნდაც ეს ერთ კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. ასევე განიტვირთება გუდაური, რომელიც უნდა გარდავქმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკურორტო ადგილად. გუდაური მართლაც უნიკალურია. გუდაურში ჩავალთ 1 საათში. ასევე შენდება 5 გვირაბი, ეს არის 23-კილომეტრიანი ახალი გზა, გუდაურის შემოვლითი გზა. ჯამში იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განტვირთული, უსაფრთხო გზები და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული გადაადგილება. გუდაურში მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სამუშაოები. დავასრულეთ კობი-გუდაურის ახლი საბაგირო გზა, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ყველა მიმართულებით; ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში.

„სრულად მოწესრიგდება ყველა გზა, ყველა ხიდი, ყველა გვირაბი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. უკვე აღვნიშნე სკოლების მშენებლობა, ასევე მინდა აღვნიშნო პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მნიშვნელობა. 800 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. დაახლოებით ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს. ფასი არ ექნება ქალაქების განვითარებას, თუ რეგიონები თანაბრად არ განვითარდა, ყველა ის სიკეთე, დოვლათი და კეთილდღეობა, რომელიც იქმნება ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არ გადანაწილდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved