• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ინფრასტრუქტურაში, ყველა რეგიონში 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ წელს – 500 მილიონი

ალია ავტორი - ალია
12:43 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ინფრასტრუქტურაში, ყველა რეგიონის მიმართულებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს გულისხმობს გზების მშენებლობას, ხიდების, ურბანულ განახლებას და ა.შ. მხოლოდ წელს, 500 მილიონი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყობა ევროპული ტიპის ურბანული ცენტრები.

„ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყობა ევროპული ტიპის ურბანული ცენტრები და შემდგომ ეს ეტაპობრივად უნდ გადავიდეს სოფლებშიც. უნდა მოვაწყოთ ახალი ტურისტული ლოკაციები. უნდა შევქმნათ მიმზიდველი ცენტრები, რათა კიდევ უფრო კომფორტული იყოს დასვენება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის და კიდევ უფრო მეტი დოვლათის შექმნა.

ვიმყოფებით რა კახეთში,  კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო ჩვენს მოსახლეობას, თუ რა გაკეთდა მხოლოდ გურჯაანში. გურჯაანში ბოლო 8 წელიწადში 100 ღვინის მარანი გაიხსნა. აქედან ძირითადი უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ არის თანადაფინანსებული, იქნება ეს გრანტის პროგრამა თუ შეღავათიანი პროექტები და პროგრამები, როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ დ ა.შ. ფერმერს, ვისაც შრომა უყვარს და არ ეზარება, პრაქტიკულად უფასოდ შეუძლია გააშენოს ხეხილის ბაღი. ჩვენ ასეთი შედეგები დავდეთ – 13 000 ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღია გაშენებული ქვეყნის მასშტაბით.

მეღვინეობაში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ 39 ღვინის კომპანია იყო მხოლოდ საქართველოში. დღეს 300-ე მეტი ღვინის კომპანიაა, რომელებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას, დოვლათს, ოჯახები ძლიერდება და კიდევ უფრო მეტი ღვინო და ყურძნის ნაწარმი გადის ექსპორტზე.

კახეთში საშუალოდ, მხოლოდ მეღვინეობის მიმართულებით და რთველის მხრივ დაახლოებით 350 მილიონამდე შემოდის შემოსავალი ყოველწლიურად. 2012 წელს ეს იყო 50 მილიონი. ამხელა კონტრასტი გვაქვს ბოლო 8 წელიწადში. ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ფერმერებს, ჩვენს მოსახლეობას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ გურჯაანში ჩვენი ერთობლივი პროექტების შედეგად 20 ახალი სასტუმრო დაფინანსდა. მთლიანობაში ეს რა თქმა უნდა გვახარებს, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვაპირებთ დამატებით დაახლებით 1200 საწარმოს დაფინანსებას. 2024 წლამდე ჩვენი მთავრობის მხრიდან მილიარდ ლარამდე იქნება მობილიზებული. ჯამში 2,5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, შედეგად ვფიქრობთ, რომ  შეიქნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. პროგრამით „აწარმოე საქართვლოში“  უკვე შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსებულია ასობით საწარმო და მილიარდი ლარია ბოლო 6 წელიწადში ინვესტირებული.

ასევე ჩვენი ამოცანა უნდაა იყოს, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ ეტაპობრივად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითრების ხედვა სექტორების მიხედვით, ყველა მიმართულებით. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა – ვიცით, რა და როდის უნდა გავაკეთოთ და როდის მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved