• რეკლამა
  • კონტაქტი
11:20, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა, პროდუქტები უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა

ალია ავტორი - ალია
15:39 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება შევძელით – გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა [პროდუქტები] უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სპეციალური კამპანია იყო და შედეგად, შარშან, „ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იყო ჩამოსული”.

„რაც შეეხება ფასების და ინფლაციის საკითხს. ჩემი პრემიერობის დროს, ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შევძელით შარშან, ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო და დიდი გამოწვევა იყო, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავწიეთ ფასები. გახსოვთ მთელი კამპანია. ჯერ მარტო მედიკამენტებზე ფასებმა 40-60%-ით დაიწია და შედეგად 400 მლნ ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ასევე, ფასები დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე. შარშან ამასთან დაკავშირებით მთელი კამპანია გვქონდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იყო ჩამოსული. გავიგე, რომ სადღაც შესაძლოა უფრო იაფია, მაგრამ ამაზე მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, გაასაჯაროებს თუ არა მისი პრემიერობის დროს გაწეულს ხარჯებს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა.

„რა ხარჯები? ყველაფერი არის გამჭვირვალე, არაფერი დამალული არაა და არც დაიმალება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved