• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – დესტრუქციულ ძალას ჩვენი ძლიერი პოლიტიკური გუნდი სათანადო ადგილს მიუჩენს ყოველთვის, „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, ეს იციან ჩვენმა ოპონენტებმა, იცის ყველამ

ალია ავტორი - ალია
12:28 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ყველას, ვის თუ არა მეწარმეს, ბიზნესმენს, ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესმენს, ექიმს, პედაგოგს, პოლიციელს, ჯარისკაცს სჭირდება სტაბილურობის განცდა. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ქვეყანაში ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროგნოზირებადობა არის აუცილებელი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომ ადამიანმა დაგეგმოს ხვალინდელი დღე.

„პროგნოზირებადი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სიტუაცია, უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა პირველ რიგში და პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობაც და განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება – აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. რა თქმა უნდა, ამ დესტრუქციულ ძალას ჩვენი ძლიერი პოლიტიკური გუნდი სათანადო ადგილს მიუჩენს ყოველთვის. მათ იციან მათი ადგილი და იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს. სხვა მხრივ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ღირსეულად, დამაჯერებლად. „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა მეგობრებო. ეს იციან ჩვენმა ოპონენტებმა, იცის ყველამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ზესტაფონში გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ზესტაფონს და ზესტაფონელებს, ბატონი ვასილ გველესიანი, მე მინდა მივესალმო მას. კაცი, რომელმაც დაიწყო რიგითი მეტალურგობიდან და გახდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი და მმართველი. წარმატებული, გამორჩეული მენეჯერი, მმართველი კაცი, რომელიც არის შემდგარი და წარმატებული მენეჯერი და რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა ემსახუროს მოსახლეობას – ზესტაფონს და ზესტაფონელებს. მე მინდა, მას წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც იყო მანამდე მის კერძო საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ღირსეულ კაცს, ბატონ გიორგის მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის და წარმატება შემდგომ საქმიანობაში. ასე, რომ ჩვენ მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ქვეყნის განვითარება. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. ჩვენ 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved