• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა

ალია ავტორი - ალია
15:24 05-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ექსპორტი აპრილში 70%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები – 144%-ით, ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტურია ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკაც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი – 44,8%. ეს არის ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი გვექნება, ვიდრე ეს წინა პროგნოზებში იყო ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. მაგალითად, ექსპორტი აპრილში 70%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები – 144%-ით, ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტურია ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკაც. ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7,1%-მდე შემცირებასაც. აქვე უნდა აღვნიშნო პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის. დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით განთავსებული ევრობონდები ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved