• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ხელწერით, პასუხისმგებლობიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე

ალია ავტორი - ალია
12:55 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი  პასუხისმგებლობიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყაზბეგის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, თქვენ, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას.

ბატონი ბაკურ ავსაჯანიშვილი – ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ 8 წლის განმავლობაში კაცი ერთ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობდა, რა თქმა უნდა, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მის მაღალ კვალიფიკაციას და წესიერებას. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ ამპლუაში. ასევე მინდა, მოქმედ მერს, ალეკო ზაგაშვილს მადლობა გადავუხადო ასევე ღირსეული სამსახურისთვის, რომელიც მან ამ 4 წლის განმავლობაში გასწია და ემსახურა ყაზბეგს და ყაზბეგელებს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს, ისევე, როგორც ჩვენ გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში თქვენთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუნდაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, ბაღების მშენებლობა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პარკის მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის მართვა, მას შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სხვათა შორის ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნურობით, ქვეყანას არნახული ზიანი მიაყენეს და ეს გამოუსწორებელი მემკვიდრეობა ჩვენი გამოსასწორებელია. რაც მთავარია, ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლობიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved