• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა

ალია ავტორი - ალია
11:45 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ იჩენენ.

„სწორედ თქვენი ერთგულებითა და სიმტკიცით ჩვენ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. 7 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით, თავისი ხელწერით დაამტკიცა, დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, თავისი შეცდომებით, თავისი გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს არ გავურბივართ, ვაღიარებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ და რაც მთავარია, ქვეყანა მიგვყავს წინ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა. დავამშვიდეთ ქვეყანა, დავასტაბილურეთ სიტუაცია და განვითარება და პროგრესი მოვუტანეთ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ გაათმაგებული მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომ ჩვენი მთავარი სამუშაო მომდევნო წლების განმავლობაში ეს მიმართულება იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved