• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში

ალია ავტორი - ალია
15:30 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

გვაქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან ძალიან იდეალური, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ბაზრების გახსნის მნიშვნელობას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

„ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის  მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  აღდგენაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ყველასთვის. გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პასპორტით, ქართული პასპორტით გადაადგილდებიან  უვიზოდ ევროკავშირში, გავხსენით ბაზრები, ევროკავშირთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ყველასთან და ამას ყველაფერს სჭირდება გამოყენება. ათვისება სჭირდება ამ პროგრამებს, პროექტებს და მეტი კეთილდღეობა, მეტი  განვითარება გვჭირდება. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, სტაბილურად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ესეიგი 2024 წლამდე და მანამდე სამი წელი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ  მხოლოდ საქმეზე, საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ  ჩვენ ყველამ ერთად და  განვითარებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved