• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ძალიან კარგად გვესმის წყალტუბოს განვითარების მნიშვნელობა, მთავრობამ დაასრულა განაშენიანების გეგმაზე მუშაობა, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან და არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ ძალიან მალე დაიწყოს მიტოვებული სასტუმროების განახლება და მშენებლობა

ალია ავტორი - ალია
13:52 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ საერთო ძალისხმევით, საერთო ბრძოლით, 7 არჩევნები წარმატებით და ღირსეულად მოვიგეთ, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიღწევებს და ისაუბრა გამოწვევებზე.

„მინდა, რამდენიმე მიღწევას გავუსვა ხაზი. პირველი, ეს არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებას, ასევე განვითარება მოიტანა 1-მა ოქტომბერმა, განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბაღების მშენებლობა, საავადმყოფოების და კლინიკების მშენებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და გვაქვს გაცილებით ამბიციური გეგმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა – სიღარიბე და უმუშევრობა ერთად დავძლიოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, 24-საათიანი მუშაობის მთავარი მამოძრავებელი და მოტივაციის მომცემი ჩვენთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებით ისარგებლა მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამებით, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ქვეკომპონენტით, რომელიც უკავშირდება სასტუმროების მშენებლობას და ასობით ახალი სასტუმრო აშენდა ბოლო წლების განმავლობაში.

„ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში მიღწეული ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ვნახეთ. 2 მილიარდზე მეტია ინვესტირებული ბოლო წლების განმავლობაში. ასობით ახალი საწარმო დაფინანსდა, ათასობით ჰექტარზე გაშენდა ახალი ვენახები, ხეხილის ბაღები და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავის დროზე აშენებული იყო და წარმატებით მუშაობდა ფაბრიკა-ქარხნები და შემდეგ წლების განმავლობაში მიტოვებულ იქნა და განადგურდა. ამ პროგრამის მთავარი მიზანია, დამატებითი ღირებულება შეიქმნას ადგილზე, განახლდეს საწარმოები, ფაბრიკები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიქმნას დოვლათი და რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დასაქმდეს. ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად. ჩვენი გეგმის მიხედვით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირება არის დაგეგმილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროექტები და პროგრამები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმს.

„ვიმყოფებით რა წყალტუბოში, ამ ულამაზეს ადგილას, ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის ამ ადგილის განვითარების მნიშვნელობა. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი. ეს ასეც იყო, ასე არის და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყალტუბომ რეალურად კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი მოიზიდოს და მეტი ინვესტიციები ჩაიდოს.  მთავრობამ დაასრულა მასტერპლანი, ანუ განვითარების, განაშენიანების გეგმაზე მუშაობა და ის მზად არის. აღნიშნული წარმოდგენილი იქნება, ჩვენ უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან, არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ ძალიან მალე დაიწყოს მიტოვებული სასტუმროების განახლება, მათი ხელახლა აღორძინება და მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved